ვინც შეურაცხყოფას მომაყენებს, რა თქმა უნდა, პასუხს მოვთხოვ – ყაველაშვილი

ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება და ამბობს, რომ ისაც პასუხს მოთხოვს იმ ადამიანს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს.

“ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანას ჩვენი პროფესიით ვემსახურებოდეთ და უკეთესობა გვინდა. როცა მსგავს სპეკულაციაზეა საუბარი, თავი ხომ არ უნდა მოვიტყუოთ? როგორი აღტკინებული კატასტროფა შეფასება მოჰყვა, რომ რა თქვა ადამიანმა, რომ დედის შემგინებელ ადამიანს შეიძლება, პასუხი მოსთხოვოს და ეს ადამიანებს გაუკვირდათ. პასუხის მოთხოვნა მარტო ის გგონიათ, რომ დაასისხლიანოთ ადამიანი? ვინც მიცნობს, მოვა და შეურაცხყოფას მომაყენებს, რა თქმა უნდა, პასუხს მოვთხოვ, რა არის ამაში გასაკვირი?”,– თქვა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილი გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას არ უარყოფს. მისი თქმით, დღესაც იმავე პოზიციაზეა და თუ ვინმე შეაგინებს, აუცილებლად “პასუხს მოთხოვს”.