“ეს იყო ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად აერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას მოგვიწოდებს. რელიგიის სახელით განხორცილებეული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია!
მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება მათი საქმიანობა შეაფერხოს. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვის ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგირება, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილებას. უნდა დაისაჯოს ყველა! სხვანაირად ვერ განვვითარდებით”
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გუშინ 53 ჟურნალისტზე ძალადობაზე.