‘ვინც ჰოსპიტალში ხვდებიან, მათი 98% აცრილი არ არის “- ამ განცხადებას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. გაბუნიას თქმით რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება, რაც დასტურია, რომ ვაქცინა რეალურად იცავს. ამის შესახებ, გაბუნიამ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.
“სტატისტიკა რასაც გვეუბნება, ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი ვინც ჰოსპიტალში ხვდება ასევე არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდესი ნაწილი, ეს არის 98%. ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება.
უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დელტა შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.