პრემიერ გახარიას განცხადებით, 2021 წელს მოქალაქეები ვერ იგრძნობენ დენის ტარიფის გაძვირებას, რადგან ნაზარდ ტარიფს მთავრობა დაასუბსიდირებს.
მისი განმარტებით, სუბსუდირება იმ აბონენტებს შეეხება, ვინც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს.
“საქართველოში სულ 1 700 000 აბონენტია, აქედან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს. რაც ნიშნავს, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების სრულად იქნება ნაზარდი ფასის სუბსიდირებული. წლამომარაგების ტარიფსაც სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუაცველებისთვის.
მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც პირველად დასაქმებაშია საკვები პროდუქტების წარმოების, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილს შორის 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გავძლევს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტების ფასში არ აისახება”,– თქვა გახარიამ.
ცნობისთვის, გუშინ ენერგო–პრო ჯორჯიამ განაცხადა, რომ დენის ტარიფის ცვლა გარდაუვალია. დღეს სემეკის სხდომაზე გადაწყდება, რამდენით გაიზრდება ტარიფი.