“ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს “- ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი გადაწყვეტს თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას და ამაზე ხელისუფლება არ იქნება პასუხისმგებელი.
”ე.წ. “პრემიერის” მაქსიმა თვითმკვლელობაზე — ტესტია. ამის შემდეგ ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს. აბა, თქვენ იცით, გიყვარდეთ თქვენი ბრძენი მამა და მისი ერთგული მოციქული. “არა კაც კლა” არა ისა… დაიჭირე, მოკალი, შეჭამე! “- განაცხადა ბერძენიშვილმა.