ვინ აიცრება პირველ რიგში გრიპის ვაქცინით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, თუ ვინ აიცრება პირველ რიგში გრიპის ვაქცინით.

„რადგან პირველ ეტაპზე მომწონდებელი გვაწვდის 25 ათას დოზა ვაქცინას, ვფიქრობ, უპრიანია, რომ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან ვაქცინების პირველი ტრანშით და შემდეგ ჩაერთონ სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, რომელიც ასევე განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ პირველი 25 ათასი დოზა ასაცრელად გამიზნული უნდა იყოს:

  • ორსულები
  • დიალეზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი
  • აივ ინფიცირებული პაციენტები
  • C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტები
  • ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრები
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურე პერსონალი

ესაა ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარონ ვაქცინა“,- განაცხადა ზახაშვილმა.