ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ პარტიის”საქართველოსთვის” პრეზენტაცია გამართა და გუნდის წევრები წარადგინა. პარტიის პოლისტაბჭოში მმართველი გუნდის ყოფილი წევრები და სახელმწიფო მოხელეები არიან. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოსთვის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.
- გიორგი ხოჯევანიშვილი – საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, იყო შიდა-ქართლის გუბერნატორი. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
- ნათია მეზვრიშვილი – იურისტი. იკავებდა შს მინისტრის მოადგილის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.
- გიორგი შარაშიძე – ჟურნალ ანტერპრენერის რედაქტორი.
- კახაბერ ქემოკლიძე – ყოფილი საჯარო მოხელე. იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.
- ანა ბუჩუკური – სამართალმცოდნე. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
- მიხეილ დაუშვილი – კორპორატიული სამართლის სპეციალისტი. იკავებდა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
- ბექა ლილუაშვილი – მაკროეკონომისტი. მე-10 მოწვევის პარლლამენტის პარლამენტის წევრი.
- რუსუდან თევზაძე – განათლების და კულტურის სფეროს სპეციალისტი.
- ალექსანდრე მოწერელია – ბიზნესმენი. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
- ბერდია სიჭინავა – იურისტი. იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
- შალვა კერესელიძე – საჯარო მოხელე, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი. ასევე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
- კოტე ანანიაშვილი – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
- გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე. იკავებდა ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობას.
- გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.
რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, ესენი არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი (გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი), ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე, საბა ჯიქიძე.