თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ვინმე ბაჩანა ჩნდება, რომელიც ამბობს რომ თამარის შეყვარებული იყო, თუმცა ის გარდაცვლილის დედის ეჭვებს იწვევს . თეონა თამაზაშვილი, “ღამის მთავარში” ამბობს, რომ ამ პიროვნებამ – ბაჩანამ, ოჯახის მოთხოვნა- გამოძიებაში FBI-ს ჩართვაზე, გააპროტესტა.
გარდა ამისა, როგორც თამაზაშვილი ამბობს, ვინმე ბაჩო აშშ-ს საელჩოსთან აქციის გამართვის წინააღმდეგიც იყო.
დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ მათ ოჯახში ბაჩანა პირველად თამარ ბაჩალიაშვლის გასვენების დღეს, მისმა ნათესავმა მიიყვანა. ამის შემდეგ კი კონტაქტი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ინტერნეტის საშუალებით ჰქონდა.
“წუხელ საღამოს, რომ უკვე გადავწყვიტე საელჩოსთან შეხვედრა, მომწერა რას შვები, როგორა ხარ, რას აპირებო. რომ ვახსენე ამერიკის საელჩოსთან უნდ გავმართო აქცია, FBI-ი რათ გინდა, რას გაარკვევსო…მე ვუთხარი მოგზავნილი ხო არა ხარმეთქი, აქეთ მწერს, იქნებ შენ ხარ მოგზავნილიო…მე მგონი შემოგზავნილი და შემოგდებული ვიღაცაა” ამბობს თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ წაშალა სოციალური ქსელიდან თამაზაშვილმა ვინმე ბაჩანა.
ბაჩალიაშვილის დედა ასევე ყვება, რომ გასვენების შემდეგ ბაჩანამ “მესენჯერის” საშუალებით შვილმკვდარ დედას თამართან ერთად, 19 ივნისს გადაღებული ფოტოები გაუგზავნა და მიწერა, რომ მათ, თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.
გარდა ამისა, თეონა თამაზაშვილი სამართალდამცველების მხრიდან მეზობლების ზეწოლაზე საუბრობს.
ბაჩალიაშვილის საქმეში ვინმე ბაჩანას გამოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორიც:
ამბავი პირველი:
ბაჩანა ლობჟანიძე !
დანიშნულია თამუნას შეყვარებულის როლზე.
ახლა გამოკითხვაზეა ტელეფონით.ველოდები მის ზარს.
თამუნას სხვა ბაჩანა მოსწონდა,” წერს FACEBOOK-ზე ელისო კილაძე.