დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია.
მისი თქმით, გარდაცვლილი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა. გამყრელიძე IPN–თან საუბარში აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა.