ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი – ექიმის განცხადება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხელ ქამუშაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 65 წლის მამაკაცი.

მისი თქმით, გარდაცვლილი პაციენტი ქუთაისიდან გადმოიყვანეს და მას პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს ქამუშაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.