ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი – ენდელაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი ქუთაისში მკურნალობდა. მისი თქმით, გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცია.

„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, – განაცხადა ენდელაძემ.