მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია დიდი მიწისძვრის პროგნოზირება. თუმცა ჰოლანდიელმა სეისმოლოგმა ფრენკ ჰუგერბითსმა 3 თებერვალს, განაცხადა მოსალოდნელი მიწისძრვრის ადგილისა და სიმძლავრის შესახებ.
”ადრე თუ გვიან ამ რეგიონში (სამხრეთ-ცენტრალური თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი) ~7,5 M მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება“, – დაწერა სეისმოლოგმა Twitter-ზე 3 თებერვალს.
Sooner or later there will be a ~M 7.5 #earthquake in this region (South-Central Turkey, Jordan, Syria, Lebanon). #deprem pic.twitter.com/6CcSnjJmCV
— Frank Hoogerbeets (@hogrbe) February 3, 2023
მან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ “დააკვირდით დამატებით ძლიერ სეისმურ აქტივობას ცენტრალურ თურქეთსა და მიმდებარე რეგიონებში. შემდგომი ბიძგები, როგორც წესი, გრძელდება დიდი მიწისძვრის შემდეგ”.
თურქეთში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. როგორც ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი წერს, ბიძგების სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდას აღემატება.
CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს ერთი მოქალაქე.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა. სირიაში სულ მცირე 386 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 239 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.