მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების განჩინება მისცა. განჩინების მიხედვით, წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებას უფლება მიეცა “პროპორციული ზომები” გამოყენოს.
ლაშა კლდიაშვილი სულ რამდენიმე თვეა რაც მოსამართლე გახდა. ის 2001-2004 წლებში იყო გამომძიებელი თეთრიწყაროს რაიონის პროკურატურაში, შემდეგ ის გამომძიებლად ვაკე–საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში გადმოიყვანეს. 2005-2007 წლებში ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გახდა, ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში შუახევის პროკურატურის პროკურორი იყო. 2010-2016 წლებში შუახვიდან ხელვაჩაურის პროკურატურაში გადავიდა, ხოლო 2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი.
2016-2017 წლებში გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, 2017-2020 წლებში კი უფროსის მოადგილე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.