საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 76 წლის პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.
“პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები – სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია. ასევე, ინსულტი, რომელიც თავიდან ისე არ ჩანდა კვლევებით, თუმცა შემდეგ დადასტურდა. ამან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო PCR ტესტი უარყოფითი იყო, დადგა მძიმე შედეგი”, – განაცხადა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.