ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარმა ძმამ მოკლა – შემზარავი მკვლელობის დეტალები

19 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარმა 21 წლის ძმამ მოკლა, მიშო ახლოურია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ძმამ დღეს, გვიან ღამით დაჭრა, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის სახლში უკვე გადაასვენეს.

მეზობლები ამბობენ, რომ ძმები მამასთან ერთად ქირით ცხოვროდნენ. მათ არ იციან, რა შეიძლება გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი.

მისი მეგობარი ყვება, რომ 1 თვეში მიშო ახლოური საფრანგეთში, ერთ–ერთ საფეხბურთო კლუბში სინჯებზე მიემგზავრებოდა. ის ჯგუფურად მოკლული გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო.

ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება