პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული კენჭისყრის ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ესენი არიან:
- ემზარ კვიციანი
- ბიძინა გეგიძე
- დავით ჭიჭინაძე
- ალექსანდრე ერქვანია
- კახა ოქრიაშვილი
საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ნაციონალურ მოძრაობას”. სხდომას ესწრებოდა, თუმცა მონაწილეობა არ მიიღო ნატო ჩხეიძემაც, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.