ვინ დაგეგმა ის დანაშაული? – ბესელიამ გახარიას გავრცელებული ფარული ჩანაწერზე პასუხი მოსთხოვა

“ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს დანაშაული იმ პერიოდს როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10 კაციანი სიის გამო. რა იყო ეს? ეს იყო დასჯა? სამაგიეროს გადახდა? “- ასე მიმართა ეკა ბესელიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ საქართველოს პრემირ-მინისტრ გიორგი გახარიას.

“ვფიქრობდი რომელი საკთხით დამეწყო კითხვის დასმა და ღირდა თუა რა საერთოდ ამ კითხვის დასმა რასაც ახლა ვიკითხავ. ეს თქვენი ბოლო ანგარიშია და არ მინდა ეს პარლამენტის ანგარიში ისე დასრულდეს რომ ეს კითხვა არ დავსვა საჯაროდ. მითუმეტეს რომ ამ კითხვაზე პასუხს თქვენ დამპირდით წინისწინა მოსმენის დროს. აქ არიან მთავრობის ის წევრებიც რომლებიც შეიძლება არიან დაკავშირებულები ამ საკითხთან.

ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის მიმართ, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების  დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით რომ მეტყოდით ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ რომ ეს საქმე გახსნილია იმიტომ რომ არ არის. ამ კითხვაზე პასუხი მე ჯერჯერობით არ მიმიღია. გეკითხებით ახლა ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს დანაშაული იმ პერიოდს როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10 კაციანი სიის გამო. რა იყო ეს? ეს იყო დასჯა? სამაგიეროს გადახდა? ანგარიშსწორება თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ ვინც გაბედავდა და  ამ თემაზე ან სხვა თემაზე აირჩევდა იმ პროტესტის ფორმას რაც მე ავირჩიე. გავიდა წელიწადნახევარი მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი მაგრამ მივიღებ პასუხს რა დროც არ უნდა დაჭირდეს მაგრამ მე თქვენ მინდა გკითხოთ  იმ პრემიერ მინისტრს რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული.”- განაცხადა ეკა ბესელიამ.