“ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია ვნახოთ – მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია ხდება.
ვფიქრობ, აქ შეიძლება ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას”,
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუქარესტში რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.