ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?- ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი პასუხობს

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საჯაროდ მიმართა შვილს, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება,თუმცა მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.ამის პასუხად ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა, “ინსტაგრამის” სთორიში დაწერა რომ ბავშვის საჩუქარში 237 ლარის ქვითარი იდო.

„ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია. ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპუlირების სახეს იძენს. პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

“საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის. თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!” – წერს დოროყაშვილი.