“საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია. თან ამ საკითხის ასეთი კუთხით ჩვენება… თვითონ რას ეძებს არ ვიცი. თავის გახსენება მოინდომა ალბათ… მას ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! “ – ასე გამოეხმაურა, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, გია გაჩეჩილაძის აღიარებას, იმის შესახებ რომ 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა.
„ გაკვირვებული ვარ იმით რაც წავიკითხე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გია გაჩეჩილაძეს არანაირი კავშირი ჩვენს გადაწყვეტილებებთან არ ჰქონდა. ის არ იყო საბჭოს წევრი, არ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითონ ვის ხვდებოდა და რა ურთიერთობები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა, მაგრამ იპოდრომის აქციებთან დაკავშირებით რაც მან მოყვა აბსოლუტური მარაზმია მარტივი მიზეზის გამო. ინაუგურაცია დილის 9 საათზე იყო დანიშნული და იპოდრომის აქცია დღის 12 საათზე.აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ჩაშლიდა იპოდრომის აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასეთი ამოცანა ჩვენს წინაშე არ იდგა. ყოველთვის ვერიდებოდით და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია. სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან წინააღმდეგობის 7-წლიანი ისტორია იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ჩვენ არასოდეს ძალადობაზე და ამ ტიპის ქმედებაზე არ გადავსულვართ. ამით განვსხვავდებით დღევანდელი ჭაობისგან, შალიკოს ფანჩატურისგან და სააკაშვილისგან.
აქედან გამომდინარე, ის რაზეც გია გაჩეჩილაძე საუბრობს, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. რასაც ლაპარაკობს, თვითონ აუხსნას საზოგადოებას.არ ვიცი რა დაესიზმრა გია გაჩეჩილაძეს, მაგრამ არანაირი კავშირი რეალობასთან ამას არ აქვს. სხვათა შორის მითქმა-მოთქმა მაშინაც მაგისგან წამოვიდა. დაუფიქრებლად რაღაცას, რომ დააბრეხვებ მერე როგორც წესი შენ ახლობლებს ხვდება და ამიტომ იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მთელი ამ წლების განმავლობაში ღმერთმა იცის რა პრეტენზიებს არ უყენებდნენ როგორც ლიდერს ჩვენი მოძრაობის და პრეზიდენტობის კანდიდატს.ეროვნულ საბჭოს და ეროვნული საბჭოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს თავი გაანებოს.
საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია. თან ამ საკითხის ასეთი კუთხით ჩვენება… თვითონ რას ეძებს არ ვიცი. თავის გახსენება მოინდომა ალბათ… მას ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! “ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ამბობს, რომ 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა. 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო თბილისში მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის კონკურენტი ამ არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძე იყო. 23 იანვარს, ინაუგურაციის პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური უნდა გამართულიყო გია გაჩეჩილაძის ძმასა და მიხეილ სააკაშვილს შორის.