უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ილონ მასკს სთხოვს, ჯარისკაცებს აზოვსტალიდან მესამე ქვეყანაში გადაყვანაში დაეხმაროს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
“ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ადამიანებისთვის შეუძლებელის რწმენა გესწავლებინა. ჩვენი პლანეტები გვერდი-გვერდაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარე აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში. ვინ, თუ არა შენ? ნიშანი მომეცი”. – დაწერა ვოლინამ.