“ვინ იქნება შემდეგი გაბედული?” – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი კიევშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა.

მისი თქმით, ის პირველი უცხოელი მინისტრია, რომელიც უკრაინის დედაქალაქში 24 თებერვლის შემდეგ ჩავიდა. უცხოელ კოლეგას ის მადლობას უხდის.

“ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი დღეს კიევში იმყოფება. ის არის პირველი უცხოელი მინისტრი, რომელიც უკრაინის დედაქალაქში 24 თებერვალის შემდეგ ჩამოვიდა. მაინტერესებს, ვინ იქნება შემდეგი გაბედული.

ლიეტუველმა კოლეგამ კიევში სამხედროები საკუთარი თვალით ნახა. მას შედარება შეუძლია, რადგან 2021 წლის დეკემბერში არვიდას ანუშაუსკასი კიევს შობის ღამეს ეწვია.

ჩემი ლიეტუველი კოლეგის ვიზიტი არ არის მხოლოდ მხარდაჭერის ჟესტი, ძალიან კონკრეტული დახმარება გვაქვს მიღებული ლიეტუვისგან. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვილნიუსი იყო პირველი, ვინც გადმოგვცა Stinger MANPADS-ის პარტია. სრულმასშტაბიან შემოჭრამდეც კი. და ეს პარტია ამჟამად აქტიურად გამოიყენება დანიშნულებისამებრ.

როგორც ლიეტუვის გერბზე „პოჰონიას“ რაინდი იბრძვის ასობით წლის განმავლობაში, ასევე ჩვენ არასოდეს დავიღლებით რუსეთის უკრაინის მიწიდან განდევნით. მადლობა ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს მამაცი და გაბედული პოზიციისთვის! გმადლობთ, ლიეტუვა!”,– წერს რეზნიკოვი.