დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტზე ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, გარდაცვლილი 70 წლის იყო და თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
“აჭარაში, 17-ში შევიდა საავადმყოფოში, ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და შევიდა კრიტიკულ მდგომარეობაში”,- ამბობს გამყრელიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო 48 საათში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.