“ვინ უნდა შეამოწმო? კაცი ხარ თუ ქალი ეგ ვერ გაგირკვევია ” – ასე მიმართავს ამბიონიდან მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. მეუფე სპირიდონის გაღიაზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სახალხო დამცველი მის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის მონიტორინგს ითხოვს.
”შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ, ჰომოსექსუალისტებს კაცს, ქალს, საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა ქალი გახდა ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო შე ბრმა, შე ყრუ, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ შენ ვინ უნდა შეამოწმო, კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია შენ ვინ უნდა შეამოწმო? მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგარეთიდან. ბავშვთა სახლს უჩივლეს ნინოწმინდის გაეროში, რომელ გაეროში რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა ამღერა და თქვა ამას უნდა მივბაძოთო, ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი ის დაიღუპება კაცო,” – მიმართავს მეუფე სპირიდონი ნინო ლომჯარიას.