ვინ შეუერთდება გიორგი ვაშაძის ფრაქციას – გირჩი დეპუტატებს ასახელებს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, პარლამენტში უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრაზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქციას ქმნის.

“ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ემატება ვაშაძეს”,– თქვა მან გირჩის გადაცემაში.

იაგო ხვიჩიამ დაამატა, რომ ფრაქციაში იქნება ტარიელ ნაკაიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ტექნიკური ფრაქცია იქნება, სადაც დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენ, თუმცა ფრაქციის პრივილეგიებით ისარგებლებენ.

“ბოლო იყო გრიგოლ ვაშაძე და თამარ კორძაია და მე-7 ამ ორიდან უნდა შეერჩიათ, არ გამორიცხავდნენ, რომ ორივეც კი ყოფილიყვნენ”,– თქვა ხვიჩიამ.

პარლამენტში უკვე შეიქმნა ერთი ოპოზიციური ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოში”, რომელსაც შეუერთდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.