მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტი დატოვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა, ქართული ოცნების სიის მიხედვით, მისი ადგილი მაკა კვიციანის დამ, ბაია კვიციანმა უნდა დაიკავოს.
ბაია კვიციანი ბრენდ Dalood-ის ბრენდ-მენეჯერი და ამავე ბრენდის კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის დაა.
კვიციანს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, გახდება თუ არა ქართული ოცნების დეპუტატი.