“ესე იგი, მესამე მსოფლიო ომში ვართ პრაქტიკულად. ნელ-ნელა, ჭრიალ-ჭრიალით, მაგრამ შეუქცევადად მთელი ცივილიზებული დასავლეთი დაირაზმა საქართველოს ისტორიული მტრის, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ, უდიდესი გეოპოლიტიკური ძვრების მოწმენი ვართ, პრიორიტეტების ცვლის და გადათამაშების.
უკრაინელი ხალხის და უკრაინის ხელისუფლების გმირული ბრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ არა მხოლოდ აღფრთოვანებას და უპირობო მხარდაჭერას იწვევს მთელ ცივილიზებულ სამყაროში, არამედ ჰქმნის სრულიად ახლებურ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და ცვლის ტრადიციულ თამაშის წესებს საერთაშორისო ურთიერთობებში. იხსნება ახალი შესაძლებლობების ფანჯრები, მათ შორის და განსაკუთრებით საქართველოსთვის და ამ დროის რას შვრება და რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება?
რას და “ზელენსკი ნაცებს ახმოვანებს”, “არახამია ნაცმოძრაობის ლიდერია”, “ომი ვერ აიცილეს”, “ადეიშვილი დანიშნეს”, “ჯერ ბოდიში მოგვიხადონ და მერე დაგვპატიჟონ რელევანტურად” და ა. შ. და ა. შ. ერთი რუსეთი ვერ უხსენებიათ პარლამენტის დადგენილებაში და ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამძიმარზე ვერ მიდიან, ემანდ სხვანაირად არ გაგვიგოს რუსმაო.
აი, სად ვართ და სად ვბანაობთ საერთოდ, სამარცხვინოობაც აღარ ჰქვია ამას, თქვენი მესიჯბოქსის შემდგენელს რომ მოუტყდა ბლის ტოტი, უცნობის კიდობანიდან ვიდრე იმედის ინტერაქტივამდე! ვინ ხართ ხალხო, რა ჯიშის ხართ, თუ ხვდებით მაინც რას ჰგავხართ?
საქმეც ისაა, რომ ვერაფერსაც თქვენ ვერ ხვდებით. მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ხართ ატანილები და ყველა ბნელ კუთხეში ნაცი გელანდებათ. კიდევ კარგი ამ ქვეყნის ბედს მარტო თქვენ არ წყვეტთ, ქართველი ხალხი არსებობს და საერთაშორისო თანამეგობრობა, თორემ ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის თქვენზე შთამომავლობა”
წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი Facebook-ზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ.