ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში შეხვდა. ამის შესახებ ფონ კრამონი ტვიტერზე წერს.
“ჩვენ, როგორც წესი, ერთმანეთს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით, მაგრამ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარებისთვის გასაღები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგობის გაწევასა და კორუფციასთან ბრძოლაშია, რასაც ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ფონ კრამონი.
?? ? ?? To wrap up my very intensive and informative trip to #Ukraine, I met @SaakashviliM here im Brussels. We generally tend to disagree on many things but we agree that developing #Mariupol is a key for resisting ?? occupation and fighting corruption in ?? has no alternative. pic.twitter.com/PwOhnoD5f9
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 27, 2021
სააკაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს და პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება. მისი თქმით, შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლაა.