ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს – საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც ყველა მძევლის გათავისუფლებას ეხმიანება. ბანკი, რომელშიც ტერორისტი შეიჭრა, აცხადებს, რომ იპოვიან ყველა გზას იმისთვის, რომ შემთხვევაში მონაწილე ადამიანების ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდეს.

“გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მადლობა გულშემატკივრობისთვის”,– წერს ბანკი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ტერორისტი, რომელსაც ზუგდიდში 19 მძევალი ჰყავდა აყვანილი, გვიან ღამით ფულთან ერთად გაიქცა. მან ყველა მძევალი გაათავისუფლა. ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.