“ქართული ოცნების ნეგატიური კამპანია ინდიკატორია, რომ ამ ხალხს სათქმელი აღარ დარჩათ არაფერი. მაგათმა რომ რაღაც დაპირებები გასცენ, აღარავის სჯერა, 2012 წლიდან თუკი რაიმეს შეიძლება დაპირებოდნენ ადამიანებს, ყველაფერს დაპირდნენ და ყველაფერში გადააგდეს – ჩვეულებრივი ვირეშმაკა გადამგდებები არიან. ესეც ყველამ გაიაზრა, ამიტომ მათთვის პოზიტიური კამპანიის აგება არაფერს მოიტანს. შესაბამისად, მათი აზრით, რამაც იმუშავა ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებზე არის ზიზღის ფრქვევა და საფრთხობელას დახატვა, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ცუდი ხალხი მოვლენ, საშინელება მოდის – აღარ იხატება ეს საშინელება, მითუმეტეს ამ გაერთიანების შექმნის შემდეგ. ადამიანებში აღარ არის ეგ შიში, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, სავარაუდოდ 30-მდე გააგრძელებენ ამ ზიზღის ფრქვევას”
აცხადებს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე TV პირველის ეთერში.