კარგად ვარ, არა მიშავს. ვირთხებისა და გიენების ხელში როგორ ვიქნები […] მათ ჩემი გამოსვლები გულზე ხვდებათ ხოლმე და დღესაც ასე იყო. წამომესივნენ, მეტი არაფერი შეუძლიათ. ჯერ ერთი, რისი კაცები არიან, ჩვეულებრივი ქალაჩუნები არიან. რომ ჰკითხო, ეროვნულ ღირსებასა და ტრადიციებს იცავენ. ასეთები გამოზარდა ბიძინამ […] როგორც აფთრები, ისე წამომესივნენ და მინდა, ლევან ბეჟაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომელიც ჩემ გვერდით იდგა. ლევანი რომ არა, არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა. პარლამენტის მანდატურებს სირცხვილი და თავის მოჭრა. ამ ბიჭებს ძალიან დიდ პატივცს ვცემდი, მაგრამ რას იზამ. ისინიც ბიძინას ნავში სხედან. მათ საერთოდ ხელი არ გაუნძრევიათ.