ვირუსის ბოლო დღეების დინამიკა უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება – ცქიტიშვილი

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად გაზრდილ სტატისტიკას პოლიტიკურ აქციებს უკავშირებს.

“ვირუსის გავრცელების წყაროა უპასუხისმგებლო აქციები. არც მოუწოდებნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ პირბადე გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ აქტივობებს, სადაც არანაირი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით – მოწოდებაც კია, რომ არ დაიცვან წესები, ვირუსი ვრცელდება და ამას უკავშირდება ბოლო დღეების დინამიკაც. ვიცით, რომ აქციები იყო ვირუსის გავრცელების წყარო. კიდევ ერთხელ ვიტყვი – აქციები და არა პოლიტიკური კამპანია, რომლებიც პირბადეების და დისტანციის გამოყენებით ჩატარდა”, – ამბობს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციური უფლებაა და “ვერანაირად ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესს”.