ვირუსის გადატანის შემდეგ, გამომუშავდება ანტისხეულები, რომელიც პაციენტს ხელმეორედ დაინფიცირებისგან იცავს – ინფექციონისტი

“კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გამომუშავდება ანტისხეულები, რაც არის დამცველი. ამ პაციენტებს ხელმეორედ ინფექციის რისკი არ გააჩნიათ’  – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

„ყველა გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება იმუნიტეტი, გამომუშავდება G ანტისხეული, ანუ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომ ადამიანის დაინფიცირება ხელმეორედ არ მოხდეს, ასევეა კორონავირუსული ინფექცია.

იმისთვის, რომ გავიგოთ, ეს გამომუშავებული იმუნიტეტი რამდენად ხანგრძლივია, ამისთვის დაახლოებით 6 თვე, ერთი წელი უნდა გავიდეს და დაავადება გადატანილ ადამიანებს ისევ უნდა განესაზღვროთ G ანტისხეულები“, –  განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.