დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსს ადამიანების სიკვდილიანობა არ აწყობს, რადგან ვირუსს გასამრავლებლად ცოცხალი უჯრედი სჭირდება.
გადაცემა Covid19–ში პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ყველა სხვა ვირუსები, რომლებიც არსებობს, ისინიც 300 ან 400 წლის წინ ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა, ხოლო შემდეგ მათი არსებობა ჩვეულებრივად აღიქმება.
„თუ ფილოსოფიურად მივუდგებით კორონავირუსის საკითხს, იმ ვირუსსაც არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას. თუ ვირუსმა დაკარგა ცოცხალი უჯრედი ვეღარ იცხოვრებს იმიტომ, რომ ვირუსი უნდა შეიჭრას ცოცხალ უჯრედში და ამ ცოცხალი უჯრედის ხარჯზე გამრავლდეს. თუ მას აღარ დახვდება ცოცხალი უჯრედი ის უბრალოდ ვირუსით მოკვდება იმიტომ, რომ ვეღარ გამრავლდება. ყველა გაციება რომ ვიანგარიშოთ, ზოგ სეზონზე 10%-მდე ადის ხოლმე კორონავირუსის წილი და ისინიც ასე 300-400 წლის წინ ცხოველებიდან გადმოვიდნენ ადამიანებზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.