ვისაუბრეთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე – პომპეო

მაიკ პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე წერს, რომ შეხვედრაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“მოხარული ვარ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის გამო, სადაც სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის ოკუპაციის ფონზე”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.