ვისაუბრეთ თუ როგორ ძლიერდება აქ რუსეთის გავლენა – ოპოზიციისა და კონგრესმენების შეხვედრა დასრულდა

გაერთიანებული ოპოზიის წევრებისა და  საქართველოში მყოფი ამერიკელ კონგრესმენების შეხვედრა, სასტუმრო “თბილისი მერიოტში”  დასრულდა. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, დასავლელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის იყო მედიაზე ზეწოლაზე, 5 ივლისის მოვლენებზე და 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

“ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე რაც არის არჩევნებთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებული, დემოკრატიასთან დაკავშირებული და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე, თუ როგორ ძლიერდება აქ რუსეთის გავლენა. მათ დიდი ინტერესი აქვთ თუ საით მიდის საქართველო ამ საკითხის მიმართ”, – განაცხადა პარტია”დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,  კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური საქნციები ამოქმედდეს.

”ავუხსენით კონგრესმენებს, რომ ქვეყანა დგას გზის გასაყარზე, დასავლეთი ღირებულებებს და დასავლეთის ვექტორს რომ ექმნება პრობლემა. ასევე, გავაცანით შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნებიდან“ უპასუხისმგებლოდ გამოსვლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ  პერსონალური სანქციები იქნება ამოქმედებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ხელი შეუშალეს ჩვენს ქვეყანას, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.