ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში”
“ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათ ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ, ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია. ინფექცია გავრცელდა. ისე გავრცელდა, აჭრელდა მთელი სამყარო, 100 000 მოსახლეზე პირველი ვართ გავრცელებით. უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა”, – თქვა რატიანმა და აღნიშნა, რომ ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა.