“გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს სახლები დაუზიანდა – ბევრს დაენგრა და ამ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, იქ ცხოვრება არ შეიძლება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება – ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და სახლებს თავად შეიძენენ. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყვეელაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ”
აცხადებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.