”ესტონეთმა დღეს ახალი სანქცია შემოიღო ქოცებისთვის უფლებადარღვევების საპასუხოდ –
აწი, პირებს, ვისაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტი აქვთ, ჩვეულებრივი პასპორტითაც ვეღარ შევლენ ესტონეთში უვიზოდ.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვეა ევროკავშირში საქართველოს დიპ და სამსახურეობრივ პასპორტებს აღარ აქვთ რამე ფასი ვიზის გარეშე.
ხოდა, აი ამ ხალხისთვის ესტონეთმა ჩვეულევრივ პასპორტებზეც იგივე რეჟიმი გაავრცელა
ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რადგან ამ ხალხის ბაზა შეადგინეს და სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების შესაძლებლობა არსებობს.
საქართველოს “ოფიციოზი” ბოლომდე კეთროვანდება.
იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანაში მასობრივად ირღვევა უფლებები, განცხადებაში აღნიშნულია რომ საქართვლოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხიც დგას დღის წესრიგში ევროკავშირის დონეზე”.

წერს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე

ცნობისთვის, დღეს ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო შესვლა გააუქმა