ვისაც უნდა, შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს – ირაკლი ზარქუა

“ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს”,– ასე ეხმიანება ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა დეპუტატებისთვის მანდატების არშეწყვეტის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, “პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები არ უნდა გახდნენ”.

“სააკაშვილის ინტერესი პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება არ არის. მისი ინტერესია რევოლუციური ხედვა და გზა. სხვათაშორის, იმ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, თავიდანვე მაინც რევოლუცია იყო ჩვენი ამოცანაო. ამას ვეუბნებოდით იმ პატარა პარტიებს, რომლებსაც მოსახლეობაში მხარდაჭერა და ნიშა აქვთ, რომ ნუ გახდებიან მძევლები. აგერ არის ბურთი და მოედანი. ვისაც რამე იდეა ან ხედვა აქვს, ილაპარაკოს.

რევოლუციების გზა – ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც ამერიკის წარმომადგენელმა თქვა, როდესაც ჩამოვიდა. გადაყვეტილება ისაა, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, ვიღაც შევა თუ არა პარლამენტში, არამედ არის ის, რომ როგორ ვუმკურნალოთ უმუშევრობას, დასაქმებას და როგორ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი. ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.