“ის უკრაინელები, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ, ზამთრის დაწყებამდე მზად უნდა იყვნენ დატოვონ ქვეყანა“– განუცხადა BBC-ს უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის , ДТЭК–ის ხელმძღვანელმა მაქსიმ ტიმჩენკომ.
მანამდე, პარასკევს, ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელმა სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის ელექტრო ქსელის თითქმის ნახევარი გაანადგურა.
ტიმჩენკომ გააფრთხილა უკრაინელები, რომ კიდევ ერთმა მასიურმა შეტევამ შეიძლება მთელი სისტემა გამორთოს. მისი თქმით, უკრაინელებმა უნდა განიხილონ ქვეყნიდან გასვლა ენერგოსისტემაზე ტვირთის შესამსუბუქებლად.
“ეს არ არის საგანგებო სიტუაცია, სადაც სასწრაფოდ საჭიროა ევაკუაცია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვაწყოთ ყველაფერი ისე, რომ მოხმარება იყოს მაქსიმალურად ეფექტური. თუ ნაკლებს მოიხმართ, მაშინ დაჭრილ ჯარისკაცებთან ერთად საავადმყოფოებს ელექტროენერგია გარანტირებულად ექნებათ”, – თქვა მან.
მთავრობამ მანამდე სთხოვა საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს, არ დაბრუნებულიყვნენ სახლში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, მაგრამ ქვეყანაში მყოფებისთვის ქვეყნის დატოვება არ უთხოვია.
თავის მხრივ, გაერო გამოდის გაფრთხილებით უკრაინაში ზამთრის სიცივის მოახლოების გამო მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ.