რამდენადაც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ძალიან ძვირფასია უწმინდესის თითოეული სიტყვა, იმდენად ვისურვებდი, რომ ერის სულიერი მამისგან პოლიტიკურ შეფასებებს არ ვისმენდე. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა და ამას რუსული ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკური აქტორი ხაზს უსვამს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ.