ორშაბათი, 6 მაისი , 2024, 19:45

ვის გამოც საქართველო მსოფლიოს თვალსაწიერში მოხვდა, ციხეშია და ესენი პარლამენტში – დავით ჭიჭინაძე

”დღეს დავინახეთ პოლიტიკიდან გაძევებული პოლიტიკოსების, ბანკირების, მევახშეების „გამარჯვებული“ საქართველო! ის, ვის გამოც, მთელი ეს პროცესი 6 თვეა მიმდინარეობს, ვის გამოც საქართველო მსოფლიოს თვალსაწიერში მოხვდა, ის კაცი ციხეშია და ესენი პარლამენტში. და ალბათ ეს ის „გამაჯვებაა“, რასაც ამომრჩეველს პირდებოდნენ… მაგრამ, ამორალურ საქციელზე დაფუძნებული ქმედება გამარჯვების მომტანი ვერასოდეს იქნება!ჯერჯერობით კი, მათი ეს საქციელი მხოლოდ „ოცნების“ დეპუტატების ცინიკური განცხადებების საფუძველი გახდა ნიკასთან მიმართებაში…”

ამის შესახებ, მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.