პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს ყველა ის იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.
სუბსიდირების კრიტერიუმები ასეთია:
● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
● სესხის ჭერია – 200,000 ლარი;
● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს – 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.
სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.