თქვენ წახვედით ირანში და ჰეზბოლა და ჰამასთან ერთად დადექით სამეგობრო წრეში. ეს არ არის ჩემი ქვეყნის ოცნება და ნატვრა. ვის მკვდარს ტიროდით ირანში, გამაგებინეთ, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ბრძანდებით პოლიტიკურ ასპარეზზე. საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი ომის პარტიის, რუსეთის პირისპირ.
[…] იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება და ამას შეეგუეთ.
ამ სიტყვებით მიმართა, ოცნების დეპუტატებს პარლამენტში, რომლებიც დღეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.