საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, კორონავირუსის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ, მედამე დოზა დასაშვები იყაოს მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ გარკვეული ჯგუფებისთვის.
“საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე, ნებისმიერ ასაკის პირებში, რომელთაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება. ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ