საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება.
საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებია, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.
გარდა ამისა, დღეიდან აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. იკეტება სავაჭრო ცენტრები. როდის მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები, ჯერჯერობით უცნობია.