ვის ჩაუტარდება ვაქცინაცია ბინაზე – სამინისტროს განმარტება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ.

მოქალაქეებმა ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 1522.

უწყების განმარტებით, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.