ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს გამოიყენებს.

მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ შეირაღებულ ძალებს, არამედ უკრაინის მთელ მოსახლეობას ებრძვის.

“დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ. დიახ, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ – ახლავე. თავიდან პუტინმა თქვა, რომ ეს ომი იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ახლა კი ვხედავთ, როგორ იღუპება ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. ეს ომი უკრაინის მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს“, – განაცხადა კლიჩკომ CNN-თან ინტერვიუში.

რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს თამაშის წესებს შეცვლის და ნატოს შესაძლოა სამხედრო ძალის გამოყენება მოუწიოს.