ვიქტორ დოლიძე ნატო-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორი დოლიძე ნატო-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა საქმიანობა. ჩვენ მივიღეთ გადაყვეტილება, რომ მისი გამოცდილება გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და ის საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე – ის იქნება ნატო-ში ჩვენი წარმომადგენელი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.